.

ორგანიზაციის შესახებ

“ინსტიტუციური და შესაძლებლობების  განვითარების ცენტრი“ _ ICDC წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას რომელიც 2014 წელს დაარსდა HR, ორგანიზაციული განვითარების, ტრენინგებისა და ადამიანების განვითარების მიმართულების  წამყვანი ექსპერტების მიერ. ორგანიზაციის დამფუძნებლებს გააჩნიათ - საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში, მათ შორის  როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმატებული საქმიანობის მრავალწლიანი  გამოცდილება. 

ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს თანამედროვე და მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებებზე დაფუძნებულის მიდგომების, მეთოდების და სტანდარტების პრაქტიკული დამკვიდრება ორგანიზაციული/ინსტიტუციური და ადამიანების განვითარების მიმართულებით, რომელსაც მაღალი ხარისხის პროგრამების, პროდუქტებისა და სერვისების განხორციელებით აღწევს.

ორგანიზაციის მიზნებია:
  • ახალგაზრდების და ზოგადად განვითარებაზე ორიენტირებული პირების პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;
  • ადამიანური კაპიტალის მათვისა და განვითარების, ისევე როგორც ორგანიზაციული მართვის თანამედროვე, ინოვაციური სისტემების, მოდელების,  პროგრამებისა და ინსტრუმენტების შემუშავება - დანერგვა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დასაქმების ხელშეწყობისა და შრომის ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ადამიანების განვითარების მიზნობრივი პროგრამების და პროექტების შემუშავება და განხორიელება;
  • დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებში მონაწილეობა  და დასაქმების  პოპულარიზაცია როგორც ახალგაზრდებში, ასევე სხვა მიზნობრივ ჯგუფებში;  
  • საჯარო, კერძო და საზოგადოებრივ  სექტორებში დასაქმების თანამედროვე და პრაქტიკული სისტემების მოდელებისა შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა.
  • მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილებების გათვალისწინებით, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უწყვეტი განათლებისა და განვითარების მიზნობრივი პროგრამების შექმნა და დანერგვა;
  • ადამიანების პიროვნული და პროფესიული განვითარების, დასაქმების და შემდგომი კარიერული განვითარების აქტიური ხელშეწყობა - მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, პროექტებთან, ბიზნეს, საზოგადოებრივ და სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობითა და პარტნიორობთ.

ICDC-ის არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განმახორციელებლია ადამიანების განვითარების, დასაქმების, კარიერული და პროფესიული განვითარების მიმართულებით.

ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს, მის მიერ შემუშავებული და განხორციელებული პროგრამებისა და სისტემების, მოდელების მდგრადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

ორგანიზაციის  საქმიანობის მდგრადობის  ერთ-ერთი  თვალსაჩინო მაგალითია  ადამიანების განვითარების უნიკალური ეკოსისტემა - HOME.
 
HOME  წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ  აღიარებულია როგორც  ადამიანებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების კრეატიული, ინოვაციური   და  მრავალმხრივად შემოქმედებითი საუკეთესო კონცეფციის მაგალითი. 
HOME
ეს არის ადამიანების განვითარების პლატფორმა რომელიც თავისი არსით წარმოადგენს ეკოსისტემას ადამიანების პიროვნული და პროფესიული განვითარების, ასევე  მნიშვნელოვანი  ნეტვირკინგის ხელშეწყობისათვის.
 
HOME პლატფორმის სერვისები:
  • ადამიანების განვითარების პროგრამები - სალონური ტიპის საღამოები, მასტერ კლასები, ტრენინგები, სასერტიფიკატო პროგრამები, სტაჟირების პროგრამების, დასაქმების ხელშეწყობის პროგგრამები, ქოუჩინგის, მენტორონის, პოზიტიური თერაპიის პროგრამები.
  • Community Homes (კლუბები) - საზოგადიებრივი ჯგუფების ფორმირება და განვითარება -  ნეტვოირკინგის,  გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის აქტივობები და ღონისძიებები.
  • გაზიარებული სერვისები (shared services)/ სერვისების აუთსირსინგი - განვითარების პროექტების აქტივობების სრული პროცესის  ორგანიზება - განხორციელების მიზნით.
YOUTH HOME

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ გარემოში ადვილად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ტრენინგები, განვითარების  მიზნობრივი პროგრამები და პროექტები, (მათ შორის საერთაშორისო ოგანიზაციებისა და პროგრამების მხარდაჭერით  სრულად ან ნაწილობრივ  თანადაფინანსებული)  კვლავაც დიდ გამოწვევად რჩება ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სწორი პროფესიული არჩევანის ჩამოყალიბების,   პიროვნული, პროფესიული, კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სისტემების დაგეგმვა  და  განხორციელება.  ყოველივე აღნიშნული კი  საბოლო ჯამში  აისახება უმუშევრობის მაჩვენებლებში, მათ შორის   ადამიანის პოტენციალის  რეალიზების  არაეფექტურობაში.  სწორედ ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის გადაწყვეტის მიზნით ICDC-ისა და HOME - ადამიანების პლატფორმის ინიციატივით შეიქმნა ახლაგაზრდული სახლი - ახალგაზრდების განვითარების პორგრამა - YOUTH HOME.

YOUTH HOME შექმნილია ახალგაზრდებისათვის პროფესიული და კარიერული განვითარების, ნეტვირკინგის განვითარებისა ა სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებზე უწყვეტი ხელმისაწვდომობის მიზნით. პროგრამა გულისხმობს მიდგომას ერთ სივრცეში მოუყაროს თავი ყველა იმ განვითარების პროგრამას, აქტივობასა და ინფორმაციას, რომელიც უმნიშვნელოვანესია: 

- სწორი პროფესიის არჩევის ხელშეწყობისთვის  - მაღალი დონის პროფესონალების კონსულტირებით და სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებით; 
- პიროვნული შესაძლებლობების ანალიზისა (GAP/SWOT ანალიზი) და განვითარების სრული ციკლის დაგეგმვისთვის  (განვითარების ინსტრუმენტებისა და პროგრამების ჩართვილით);
- კარიერული და პროფესიული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისთვის  (განვითარების სტრატებიები და განხორციელების დეტალური სამოქმედო გეგმები);

YOUTH HOME -ის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ღირებულებას ასევე წარმოადგენს: 

- მაღალი დონის კონსულტირება შრომის ბაზრის სპეციფიკისა და რეალობის გათვალისწინებით დასაქმების პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ;
- პროფესიული კავშირების/ ნეტვორკინგის შესაძლებლობების განვითარება პროფესიული და პარტნიორული შესაძლებლობების განვითარების მიზნით.
 
 
YOUTH HOME -ის პლატფორმა   წარმოადგენს სახლს, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება:

  • პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობების ანალიზის მიზით სხვადასხვა ტიპის კვლვითი ინსტრუმენტები. პერსონალური ექსპერტული კონსულტაცია - პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობების ანალიზის, კომპეტენციების მეფინგის და პროფილირების, ასევე  GAP ანალიზის მიზნით;
  • კონსულტაციები:
o კარიერული დაგეგმვისა და განვითარების მიმართულებით 
o პროფესიული და პიროვნული განვითარების მიმართულებით.

  • შეხვედრების ციკლი დამსაქმებლებთან და დარგობრივ წამყვან ექსპერტებთან: HR პროფესიონალები, სხვადასხვა დარგის წამყვანი ექსპერტები, საჯარო უწყებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების ტოპ მენეჯერები;
  • პერსონალური განვითარებისა და მაინდფულნესის  პროგრამები: 
o ქოჩინგი
o პოზიტიური ფსიქოთერაპია
o მანდფულნესისა და ველბინგის პროგრამები (Mindfulness & Wellbeing)

  • ხელმისაწვდომობა ყველა საჭირო ინფორმაციაზე: 
o პიროვნული და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი პროგრამების, ტრენინგების, სასერტიფიკატო პროგრამების შესახებ
o პროფესიული და საუნივერსიტეტო პროგრამების შესახებ
o საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროგრამების მიერ დაფინანსებული მიზნობრივი პროგრამების შესახებ

  • სტაჟირების პროგრამები წამყვან კომპანიებში - საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით;
  • დასაქმების მიზნობრივი პროგრამები ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობით;
  • მენტორობის პროგრამები სხვადასხვა დარგის წამყვან ექსპერტებისა და პროფესიონალების ჩართულობით;
  • ნეტვორკინგ საღამოები და სალონური ტიპის შეხვედრები - მრავალმხრივი პროფესიული კონტაქტების განვითარების ხელშესაწყობად 
  • მასტერ კლასები პიროვნული და პროფესიული განვითარების მიმართულებით;
  • სამუშაო შეხვედრების ციკლი 21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური პროფესიებისა და წამყვანი პროფესიული და პიროვნული უნარების შესახებ.