.

სერგო ნოზაძე


ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული/ინსტიტუციური განვითარების ექსპერტი საჯარო, კერძო და სამოქალაქო ორგანიზაციებში 15 წლიანი მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის გამოცდილება - ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული და ადამიანური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
განხორციელებული აქვს ორგანიზაციული ტრანფორმაციისა და ცვლილებების მართვის, HR სისტემებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით 50-ზე მეტი პროექტი და აქტივობა.

აქვს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო პროექტების მართვის გამოცდილება.

არის 10-მდე სხვადასხვა სახელმძღვანელოს ავტორი და 40-მდე სხვადახვა მიმართულების მეთოდოლოგიის, პოლიტიკისა და სტრატეგიული დოკუმენტების ავტორი და დარგის ექსპერტი.

აქტიურად საქმიანობს HRM (ადამიანური რესურსების მართის) და ადამიანების განვითარების (ტრეინინგები და ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამები) დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციისმიმართულებით.

არის ახალგაზრდული პროექტებისა და აქტივობების აქტიური მხარდამჭერი და ახალგაზრდებში პროფესიული ცოდნისა უნარ-ჩვევების განვითარების მიმართთულებით არაერთი ინიციატივის ავტორი.

ცალკეული გამოცდილებების ამსახველი ინფორმაცია:

2017 წლის მაისიდან დღემდე:
აღმასრულებელი დირექტორი - ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (HICDC)

2017 წლის დეკემბრიდან დღემდე:
პრეზიდენტი, დამფუძნებელი - HR პროფესიონალთა ასოციაცია
2017 წლის დეკემბრიდან დღემდე:
პროექტის მენეჯერი- ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ G4G მიერ მხარდაჭერილი პროექტი  "ახალგაზრდების განვითარება ეფექტიანი დებატებისათვის“

2015 -2017 წლები:
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - “ბანკი რესპუბლიკა - ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი “

2015 წლიდან დღემდე:
საპატიო პრეზიდენტი - ტრენინგებისა და განვითარების ასოციაცია
2014 -2015 წლები:
დირექტორი- საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემია

2013 წლიდან დღემდე:
სამეთვალყურეო სამჭოს თავმჯომარე - INSTITUTIONAL AND CAPACITY DEVELOPMENT CENTER - ICDC
2011-2013 წლები:
აკადემიის დირექტორი - ფინანსთა სამინისტროს აკადემია

2007-2011 წლები:

სასწავლო ცენტრის უფროსი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო