.

მაკა კუკავა


ადამიანური რესურსების მართვისა და ზრდასრულთა განათლების ექსპერტი საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის, კარიერული და პროფესიული განვითარებისა და პროექტების მართვის 10 წლიანი გამოცდილება.

განხორციელებული აქვს ადამიანური რესურსების მართვის ინოვაციური სისტემის დანერგვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტები საჯარო და კერძო ორგანიზაციებში. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის“ G4G მიერ მხარდაჭერილი პროექტები, რომლიც დაკავშირებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეფორმების ინიცირებასთან.
აქტიურად საქმიანობს ადამიანების განვითარების (ტრეინინგები და ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამები) დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.
იგი არის სწავლების მეთოდოლოგის, ეკონომიკური რეაბილიტაციისა და დასაქმების მიმართულებით რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი.
მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო რეგიონალური კურსის სერტიფიკატი.

ცალკეული გამოცდილებების ამსახველი ინფორმაცია:


2017 წლის მარტიდან დღემდე:
პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსი- "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP)
2017 წლის დეკემბრიდან დღემდე:
პროექტის ლიდერი - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ G4G მიერ მხარდაჭერილი პროექტი "ახალგაზრდების განვითარება ეფექტიანი დებატებისათვის“
2016 წელი:
პროექტის ლიდერი - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის“ G4G მიერ მხარდაჭერილი პროექტი "ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების შესწავლა საგადასახადო ბაზიდან გამოქვითვის მიზნით ბუნებრივი და საწარმოო დანაკარგების გამოანგარიშების ნორმების შესახებ“.
2015 წელი:
პროექტის ლიდერი - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის“ G4G მიერ მხარდაჭერილი პროექტი "საგადასახადო ადვოკატირება მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ბიზნეს ასოციაციებისათვის“
2015 წლიდან დღემდე:
აკადემიის დირექტორი - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის აკადემია
2014-2017 წლები:
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
2011-2014 წლები:
სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი, პერსონალის მართვის მენეჯერი- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია
2007-2009 წლები:
პერსონალის მართვის სპეციალისტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო