.
ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატების, კლასტერებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება
"Institutional and Capacity Development Center – ICDC-მა ბიზნეს ასოციაციების განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება დაიწყო!

პროექტი ”ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატების, კლასტერებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის (The USAID Economic Security Program) მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიება Home • სახლი-ში გაიმართა.

პროექტის უმთავრეს მიზანს საქართველოში ბიზნეს ასოციაციების გაძლიერებით სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი ბიზნეს სექტორების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტი ითვალიწინებს არსებული ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების დიაგნოსტირებას, შესაძლებლობების შეფასებასა და ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრას.

ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები დადებით გავლენას ახდენენ ეკონომიკაზე და ქმნიან უმნიშვნელოვანეს სარგებელს.

მომდევნო 6 თვის განმავლობაში ICDC რამდენიმე ათეული ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის მდგრადი განვითარების გზების დასახვაში იქნება ჩართული."