.
ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატების, კლასტერებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება
წარმატებით მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროექტი ”ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატების, კლასტერებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება“.

მის ძირითად მიზანს ბიზნეს ასოციაციების გაძლიერება და ამით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

გაიცანით პროექტის გუნდი, რომელსაც ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით მდიდარი გამოცდილება აქვს:

კამელია ბულატი - საერთაშორისო ექსპერტი ბიზნეს ასოციაციების განვითარების მიმართულებით
სერგო ნოზაძე - პროექტის მენეჯერი
ანა გაგუა - პროექტის ექსპერტი
სალომე ღაჭავა - პროექტის კოორდინატორი
ლელა სალაყაია - პროექტის ექსპერტი

თამარ სიმონგულაშვილი - პროექტის ექსპერტი

ექსპერტებისგან დაკომპლექტებული გუნდი ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს გაუწევს დიაგნოსტირებას და დაეხმარება მათზე მორგებული სტრატეგიის განვითარებაში.

პროექტი ”ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატების, კლასტერებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის (The USAID Economic Security Program) მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება.

ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი (ICDC) მომავალშიც გააგრძელებს ბიზნეს ასოციაციების მხარდაჭერას მათზე მორგებული სპეციალუზებული სერვისის სახით.