.
Business Association of Georgia - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
ბიზნეს ასოციაციების განვითარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტმა კამელია ბულატმა, ICDC-ის გუნდთან ერთად სამუშაო შეხვედრები გამართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან.

Business Association of Georgia - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2009 წელს დაფუძნდა და დღეს საქართველოს 500-ზე მეტ წამყვან კომპანიას აერთიანებს. ასოციაცია მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

სამუშაო შეხვედრების საფუძველზე მოხდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დიაგნოსტირება, შესაძლებლობების შეფასება და იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა, რაც შემდგომში ორგანიზაციის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

ICDC-ის ექსპერტთა გუნდი აქტიურად აგრძელებს შერჩეული ბიზნეს ასოციაციების დიაგნოსტირებას.

პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის (The USAID Economic Security Program) მხარდაჭერითა და დაფინანსებით.