.
Institutional and Capacity Development Center – ICDC აქტიურ სამუშაო პროცეშია
Institutional and Capacity Development Center – ICDC აქტიურ სამუშაო პროცეშია და ახორციელებს შეხვედრებს ბიზნეს ასოციაციებთან პროექტის ფარგლებში: ”ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატების, კლასტერებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება“.
 
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციული დიაგნოსტირებისა და სტრატეგიული განვითარების ექსპერტმა სერგო ნოზაძემ, ICDC-ის გუნდთან ერთად სამუშაო შეხვედრები გამართა საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის მთავარი მიზანია ინტერნეტმეკობრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ასევე, კინო და ტელე კონტენტის ინდუსტრიის ცივილური ფორმებისა და კანონის ფარგლებში განვითარება და ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა.

საქართველოს ანტიმეკობრულ ცენტრთან გამართული სამუშაო შეხვედრების საფუძველზე მოხდა ამ ორგანიზაციის დიაგნოსტირება, შესაძლებლობების შეფასება და ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა, რაც შემდგომში საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
 ICDC ექსპერტთა გუნდთან ერთად აქტიურად გააგრძელებს შერჩეული ბიზნეს ასოციაციების დიაგნოსტირებას.
 
პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის (The USAID Economic Security Program) მხარდაჭერითა და დაფინანსებით.