.

"ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის“

“ახალგაზრდების განვითარება ეფექტიანი დებატებისათვის” USAID-ის მმართველობა განვითარებისათვის G4G-ის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელსაც ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი ICDC ახოციელებს.


პროექტის მიზანია ახალგაზრდებისათვის ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება ეფექტიანი დებატებისათვის.


პროექტი,  საქართველოში  განხორციელებული, მსგავსი ინიციატივებისაგან სრულიად განსხვავებული შინაარსისა და თანამედროვე, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული ინცოვაციური მეთოდოლოგიებზეა აგებული.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების  განვითარების ყველაზე თანამედროვე ტრენდებსა და სტანდარტებზე აგებული არაერთი საინტერესო შინაარსის მქონე აქტივობა დაიგეგმა, რაც მთლიანობაში პროექტს დიდი მნიშვნელობას ანიჭებს და დადებითად მოქმედებს მის პოპულარიაზაციაზე.


აღსანიშნავია, რომ პროექტზე მაღალი დაინტერესება და ჩართულობა დაფიქსირდა ახალგაზრდების მხრიდან, აპლიკნტთა  რიცხვმა 600  მიაღწია.


საორგანიზაციო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება:


1. არ მომხდარიყო სააპიკაციო ფორმებით ახალგაზრდების გადარჩევა, სანაცვლოდ კი თითოეულ მათგანთან შეძლებისდაგვარად მოხდარიყო გასაუბრება, რათა თითოეულ დაინტერესებულ ახალგაზრდას შესაძლებლომა მისცემოდა მოეხდინათ საკუთარი თავის, მოლოდინებისა და ინტერესების პრეზენტაცია თანაბარ პირობებში;


2. 600-მდე აპლიკანტი გადანაწილებულიყო ჯგუფებად და ჯგუფური ინტერვიუების მეთოდოლოგიით შერჩეულოყო  50 პროექტის რეზიდენტი;


ჩვენთვის, თითოეული დაინტერესებული აპლიკანტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამდენად ვფიქრობთ მათთვის ეს გამონაკლისი უნდა გაკეთებულიყო და გვიხარია, რომ მოხერხდა ამ ჩანაფიქრის რეალიზება.


24-25 და 26 მარტს პროექტის განმახორციელებელი გუნდის, USAID-ის G4G პროექტისა და დებატების დარგის მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, პროექტის 50 რეზიდენტის შესარჩევი კონკურსი გაიმართა. დაინტერესებული ახალგაზრდების მოტივაციიამ, პროექტში ჩართვის სურვილმა და ჩართულობამ მოლოდინს გადააჭარბა.

გადაწყვეტილებამ, რომლითაც აპლიკანტებს მიცათ შესაძლებლობა სრულიად თავისუფალ, მეგობრულ და თანაბრად კონკურენტულ გარემოში წარმოეჩინათ შესაძლებლობები და ზემოაღნიშნულმა მიდგომამ შესარჩევი კონკურსის სრული ციკლი გამჭვირვალე და ყველასათვის კომფორტული გახადა.



ჟიურის მოუწია ძალიან დატვირთულ რეჟიმში მუშაობა. კანდიდატების მაღალი ჩართულობიდან და საინტერესო ინტერვიურირების პროცესებიდან გამოდინარე, გასაუბრებებს დაგეგმილზე მეტი დრო ეთმობოდა. ამან შესაძლებელი გახადა თითოეული ჯგუფისა და კონკურსანტისათვის, მაქსიმალურად წარმოეჩინათ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები. ნაცვლად 4 საათიანი სამუშაო გრაფიკისა ჟიურის წევრებმა თითოეულ საკონკურსო დღეს 9-10 საათიან რეჟიმშო დაუღალავად იმუშავეს. ეს იყო ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების ძალიან მაღალი ინტერესთა და უდიდესი ემოციით აღსავსე საათები.


შედეგები უპრეცედენტო აღმოჩნდა. ჟიურის მართლაც გაუჭირდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ძლიერი კანდიდატების, მათი რესურსებისა და  მოტივაციის გათვალისწინებით, ურთულესი აღმოჩნდა ამდენი უმაგრესი კანდიდატიდან 50 რეზიდენტის გამორჩევა.


საბოლოოდ პროექტის განმახორციელებელი გუნდი, G4G-ის პროექტი და მოწვეული ექსპერტები ერთხმად შევთანხმდით და შეირჩა 50 გამორჩეულად ძლიერი შესაძლებლობებისა ქონე კანდიდატი. შერჩევა სწორედ წინანსწარ მომზადებული კრიტერიუმების გათვალისწინებით განხორციელდა. შეფასების შედეგად, ყველა იმ კანდიდატმა, რომელმაც 90 - დან 100 %-ის ჩათვლით მიიღეს საუკეთესო შეფასებები, შეირჩნენ პროექტის რეზიდენტებად. ეს ნიშნავს, რომ 50 რჩეული რეზიდენტი:

o სრულად ჩაერთვებიან პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში:

 ტრეინინგები პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების მიმართულებით;

 მასტერ კლასები - მოწვეულ ექსპრეტებთან;

 კლუბური შეხვედრების ტიპის საჯარო პრეზენტაციები - სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან;

 საქმიანი შეხვედრები - სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნებთან, კერძო და სამოქალაქო სექტორების წამყვან ექპერტებთან.


ამავდოულად, კანდიდატების რესურსებისა და მათი ძალიან მაღალი მოტივაციის, თითოეული კანდიდატის პიროვნული თვისებებისა და შესაძლებლობების საერთო შეფასების შედეგად, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება:


- 48 ადამიანს, როემლთაც ასევე მიიღეს მაღალი შეფასებები (80-89 %) პროექტის განმახორციელებელი გუნდის გადაწყვეტილებით მიენიჭათ პროექტის ამბასადორების (პროექტის ელჩების) სატუსი.


ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით უპრეცედენტოა, რადგან პროექტი მხოლოდ 50 რეზიდენტის შერჩევას ითვალისწინებდა. თუმცა პროექტის განმახორციელებელმა გუნდა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, მაქსიმალურად მომხდარიყო ყველა შესაძლო რესურსების მობილიზება და მიეცეთ შესაძლობლობა ამ 48 ძალიან მაგარი ახალგაზრდისათვის, დამატებით მიეღოთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებში ჩართვის შედეგად გათალისწინებული ბენეფიტები:

o დაესწრონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საჯარო პრეზენტაციებს;

o გახდნენ წამყვანი ექსპერტების ჩართულობით, უმნიშვნელოვანესი კლუბური საღამოების მონაწილეები.

o გაიცნონ პრექტის სხვა მონაწილეები და დაამყარონ უშუალო კონტაქტები კერძო, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებიდან მოწვეულ მნიშვნელოვან ადამიანებთან.


პროექტის განმახორციელებლმა გუნდამ ასევე იზრუნა სხვა კანდიდატებზეც და მათი სურვილის შემთხვევაში პროეტმა მიიღიო ასევე უპრეცედენტო გადაწყვეტილება:

- ყველა დარჩენილ კანდიდატს მიეცემა შესაძლებლობა გახდეს “G4G ახალგაზრდული კლუბის” წევრი. კლუბის წევრობა საშუალებას მიცემს მათ, ჩაერთონ პროექტის აქტივობების განხორციელების პროცესებში, რაც თავის მხრივ დაეხმარება მათ განივითარონ მათი ცოდნა უნარები და მომზადებული შეხვდნენ სამომავლო მსგავს ინიციატივებსა და პროექტებს.