.

პროექტი - ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის

პროექტს "ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის" ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო  USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის“ – (G4G) მხარდაჭერით ახორციელებს ააიპ  "ინსტიტიუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“

პროექტის მიზანია ტრენინგების, მასტერ კლასების, ქოუჩინ სესიების, სასწავლო ვიზიტების, მაღალი რანგის საჯარო მოხელეებთან, ბიზნეს კომპანიების მმართველ პირებთან, წარმატებულ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების საშუალებით ახალგაზრდების განვითარება ეფექტურ დებატებისათვის.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 50 საუკეთესო მონაწილე, რომელთაც პროექტის რეზიდენტის სტატუსი მიენიჭებათ.

შერჩევაში მონაწილებას მიიღებენ:

  • პროექტის განმახორციელებელი გუნდი;
  • ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტები;
  • ფსიქოლოგები;
  • USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის“ – (G4G) წარმომადგენლები.

  • შერჩეული სტუდენტები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს და გახდებიან პრეზიდენტის სასახლეში გამართული სპეციალური მიღება-საღამოს მონაწილე და საპატიო საპრეზიდენტო სტუმარი.


    სტუდენტები მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან და ქოუჩებთან გაივლიან ინტენსიურ ტრენინგების ციკლს ეფექტიანი დებატების ჩასატარებლად.

    ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე:

    - დებატების ტექნიკები:

    - მოლაპარაკებების წარმოება;

    - ბიზნეს კომუნიკაცია;

    - პრეზენტაციის უნარები;

    - საჯარო გამოსვლის ტექნიკები;

    - დროის მართვა და სხვა.


    ტრენინგების დასრულების შემდგომ ჩატარდება შუალედური დებატები, სადაც გამოვლინდება 25 საუკეთესო მოდებატე სტუდენტი, რომლებიც მონაწილეობას მიირებენ ფინალურ დებატებში.


    ფინალური დებატებისთვის შერჩეულ მონაწილეს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს პროექტის მნიშვნელოვან აქტივობებში როგორიც არის სასწავლო ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები სამთავრობო მაღალი რანგის საჯარო მოხელებთან, კერძო სექტოში არსებული ბიზნეს კომპანიების მმართველ პირებსა დასამოქალაქო/საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმოდგენლებსა და ცნობილ ადამიანებთან.


    გუნდები იმუშავებენ მენტორებთან და სპეციალურად მოწვეულ ქოუჩებთან, სახელმწიფო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენებთან;


    ფინალური დებატების შედეგად გამოვლინდება საუკეთესო გუნდი და 3 საუკეთესო მოდებატე, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.


    პროექტში მონაწილეობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მოიპოვონ აღიარება და გახდნენ ცნობილები დამსაქმებლებისათვის;


    ფინალურ დებატებში მონაწილეობის შედგომ მიიღონ შესაძლებლობა, რომ იმუშაონ ინდივიდუალურ კარიერულ მრჩევლებთან და დარგის ექსპერტებთან.

    მათ შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ უნიკალური სამომავლო წამარებული კარიერული მომავლის გზამკვლევები - კარიერული და პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სტრატეგიები, რომლებიც მათ პიროვნულ და პროფესიულ შესაძლებლობებზე დაყრდნობით შემუშავდება მათივე ჩართულობით.

    პროექტის განხორციელების ეტაპები:


    1. რეგისტრაცია პროექტში მონაწილეობის მისაღებად;
    - რეგისტრაციის პერიოდი:  15 თებერვალი - 20 მარტი

    2. შესარჩევი ეტაპი. სადაც ჟიური გამოავლენს 50 რჩეულ კონკურსანტს, რომლებსაც პროექტის რეზიდენტის სტატუსი მიენიჭებათ;
    - მონაწილეთა  შერჩევის პერიოდი: 20 მარტი-26 მარტი.

    3. პრეზიდენტის სასახლეში პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი;
    - პერიოდი:  27 მარტი-25 მაისი

    4. ინტენსიური ტრეინინგები, მასტერ კლასები და ქოუჩინგ  სესიები, თეორიულ და პრაქტიკული უნარების განსავითარებლად;
    - სასწავლო აქტივობების პერიოდი: 27 მარტი-25 მაისი.

    5. შუალედური დებატები, რომელიც საუკეთესოთა შორის საუკეთესო 25 დებატორს გამოვლენს;

    - შუალედური დებატების ჩატარების პერიოდი:  25 მაისი-25 ივნისი

    6. შერჩეული დებატორები ნაწილდებიან 1. მთავრობის/პოლიტიკოსების, 2. ბიზნესისა და 3. სამოქალაქო საზოგადოების გუნდებად. გუნდები მონაწილეობენ სასწავლო ვიზიტებსა და საქმიან შეხვედრებში სახელმწიფო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენებთან;
    - პერიოდი: 25 ივნისი-25 ივლისი:

    7.ტრენინგები სახელმწიფო რეფორმების თემატიკაზე:

    · მიწის რეფორმა
    · საგზაო უსაფრთხოება
    · წყალის რესურსების მართვა და ენერგეტიკა
    · სურსათის უვნებლობა

    · მშენებლობის საკანონმდებლო რეფორმა

    - პერიოდი: 25 ივნისი-25 ივლისი

    8. გუნდების მუშაობა მენტორებთან და სპეციალურად მოქვეულ ქოუჩებთან, სახელმწიფო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენებთან;

    - პერიოდი: 25 ივნისი-25 ივლისი


    9. ფინალური დებატები, სადაც გამოვლინდება 1 გამარკვებული გუნდი და 3  საუკეთესო დებატორი სტუდენტი. გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციაური პრიზები;
    - პერიოდი: 25 ივლისი -20 აგვისტო

    10. საუკეთესო 25 დებატორისათვის  მომავალი, კარიერული და პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სტრატეგიების შემუშავება.
    - პერიოდი:  20 აგვისტო-31 აგვისტო