.

ხშირად დასმული კითხვები
როგორ უნდა დავრეგისტრირდე პროექტში მონაწილეობის მისაღებად?
პროექტში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიოთ ვებ გვერდს www.icdc.ge გაეცნოთ პროექტის შესახებ ინფორმაციას და სურვილის შემთხვევაში გაიაროთ რეგისტრაცია სააპლიკაციო ბმულის საშუალებით.
რა განსაკუთრებული მოთხოვნებია პროექტში მონაწილეობის მიღებისთვის? ხომ არ არის შეზღუდვა ფაკულტეტებიდან ან სპეციალობებიდან გამომდინარე?
პროექტში მონაწილეობისთვის უნდა იყოთ სტუდენტი ან მაგისტრანტი. მონაწილეობაზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ არის დაწესებული, თუმცა, მონაწილისთვის საინტერესო უნდა იყოს ის რეფორმები, რომლის გარშემოც გაიმართება დებატები. დებატების თემატიკა:მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა წყლის რესურსების მართვა და ენერგეტიკა მშენებლობის კანონპროექტის რეფორმა სურსათის უვნებლობის რეფორმა
რა ენაზე იქნება ტრენინგები და აუცილებელია თუ არა ინგლისური ენის ცოდნა?
ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი პირობა არ არის, თუმცა სასურველია. ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები გაიმართება ქართულ ენაზე.
ვინ მიიღებს შერჩევაში მონაწილეობას?
შერჩევაში მონაწილეობას მიიღებს პროექტის განმახორცილებელი გუნდი, სხვადასვა მსხვილი ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები, მოწვეული ფსიქოლოგები და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის პროექტის G4G-ის (მმართველობა განვითარებისათვის) წარმომადგენლები.
რამდენი სტუდენტი უნდა შეირჩეს?
პროექტისათვის 50 სტუდენტი შეირჩევა, რომელიც მიიღებს პროექტის რეზიდენტის სტატუსს და სრულ დაფინანსებას.
რა ეტაპებს მოიცავს პროექტი?
• 50 სტუდენტი დაიყოფებიან 2 ჯგუფად და გაივლიან ძალიან საინტერესო ტრენინგებს დებატების ტექნიკებზე. ისევე როგორც სხვა ძალიან მნიშვნელოვანი უნარების განსავითარებლად.
• სტუდენტებისათვის იმართება საინტერესო კლუბური საღამოები, სადაც ისინი ცნობილ სპიკერებს შეხვდებიან და საინტერესო დისკუსიებსა და განხილვებში ჩაებმებიან. თითეული ეს აქტტივობა მონაწილეებისათვის კრიტიკული აზროვნების სტიმულირებას შეუწყოვს ხელს.
• ჩატარდება შუალედურ დებატებში, რომლის შედეგადაც საპატიო ჟიური საუკეთესო 25 ფინალისტ დებატორს შეარჩევს
• დებატორებს უტარდებათ ტრეინინგები დარგობრივი პროფესიული ცოდნის და საჭირო უნარ ჩვევების განსავითარებლად, ამასთან ისინი მუშაობენ ქოუჩებთან და მენტორებთან
• 25 დებატორი იყოფა 3 ჯგუფად: სამოქალაქო სექტორის, ბიზნეისა და სამთავრობო სექტორების გუნდებად.
• გუნდები ჩართული არიან ინტენსიურ სასწავლო ტურებსა და საქმინ შეხვედრებში სამთავრობო, ბიზნეს და სამოქალაქო სეტქორის სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან, სპეციალისტებთან.
სად გაიმართება პროექტის აქტივობები და რეგიონების სტუდენტებისთვის თუ არის ხელმისაწვდომი პროექტში მონაწილეობა?
პროექტის აქტივობები (ტრენინგები, ქოუჩინგ სესიები, სამუშაო და კლუბური შეხვედრები, სხვა აქტივობები გაიმართება თბილისში. რეგიონუდან სტუდენტების მონაწილეობის მიღებაზე შეზღუდვები არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პროექტი არ ითვალისწინებს თბილისში ცხოვრებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს მონაწილეებისათვის.
რითი განსხვავდება ეს პროექტი სხვა მზგავსი პროექტებისაგან?
შერჩეულ სტუდენტებს პროექტის ფარგლებში საშუალება ექნებათ:
გაიარონ მაღალი დონის ტრეინინგები და გამოიმუშაონ პროფესიული, პრაქტიკული ცოდნა და ძალიან მნიშვნელოვანი და სპეციფიკური პიროვნული უნარ-ჩვევები;
შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს და გახდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართული სპეციალური მიღება-საღამოს მონაწილე და საპატიო საპრეზიდენტო სტუმარი;
ფინალური დებატებისთვის შერჩეულ მონაწილეს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს პროექტის მნიშვნელოვან აქტივობებში როგორიც არის სასწავლო ვიზიტები და სამუშაო შეხვედრები
ა) სამთავრობო მაღალი რანგის საჯარო მოხელებთან
ბ) კერძო სექტოში არსებული ბიზნეს კომპანიების მმართველ პირებსა და
გ) სამოქალაქო/საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმოდგენლებსა და ცნობილ ადამიანებს.

გუნდები იმუშავებენ მენტორებთან და სპეციალურად მოწვეულ ქოუჩებთან, სახელმწიფო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენებთან;
პროექტი საშუალებას აძლევს სტუდენტებსა და მაგისტრანტებს გაიცნონ სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებული, სხვა აქტიური ახალგაზრდები და ჩაერთოთ მათთან ერთად მრავალფეროვან კლუბურ აქტივობებში;
გახდნენ გამარჯვებულები და მიიღონ საინტერესო პრიზები, მოიპოვონ აღიარება და გახდნენ ცნობილები დამსაქმებლებისათვის;
ფინალურ დებატებში მონაწილეობის შედგომ მიიღოთ შესაძლებლობა, რომ იმუშაონ ინდივიდუალურ კარიერულ მრჩევლებთან და დარგის ექსპერტებთან.
მათ შესაძლებლობა ეძლევათ მიიიღონ უნიკალური სამომავლო წამარებული კარიერული მომავლის გზამკვლევები - კარიერული და პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სტრატეგიები, რომლებიც მათ პიროვნულ და პროფესიულ შესაძლებლობებზე დაყრდნობით შეშავდეა, მათივე ჩართულობით.
რამდენ ხანს გრძელდება პროექტი?
პროექტი გრძელდება 2018 წლის 31 აგვისტომდე,დაგეგმილი აქტივობების პერიოდულობა გთხოვთ იხილოთ ღონისძიებების კალენდარში (ჰიპერლინქი). აქტივობების კონკრეტული თარიღები განთავსდება ვებ გვერდზე www.icdc.ge , ასევე ირგანიზაციისა და პროექტის მიზნებისათვის შექმნილ Facebook გვერდებზე: institutional and capacity development center და debates on g4g reforms
ვინ მიიღებს სერტიფიკატებს?
• პროექტში მონაწილეობის სერთიფიკატს მიიღებს 50 შერჩეული სტუდენტი.
• ფინალისტ გამარჯვებულ გუნდსა და სტუდენტებს გადაეცემათ გამარჯვებული გუნდის და საუკეთესო დებატორების სერტიფიკატები
რა ღირს პროექტში მონაწილეობა?
პროექტის თითოეულ მონაწილეს სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება პროექტში ჩართვა.
პროექტის მთლიანი ღირებულება, რომელიც ერთ მონაწილეზე შეადგენს 850 აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში, სრულად დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის პროექტის G4G-ის (მმართველობა განვითარებისათვის) და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის ICDC-ის მიერ მიერ.
შესაბამისად, შერჩეული რეზიდენტებისათვის ტრეინინგები, პროფესიული და პიროვნული განვითარების პროგრამები, მასტერკლასები, კლუბური საღამოები და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა აქტივობა სრულად სრულად იქნება უზრუნველყოფილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის პროექტის G4G-ის (მმართველობა განვითარებისათვის) და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის ICDC-ის მიერ.