.

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხრიდან ხშირად დასმული კითხვები
როგორ არის შესაძლებელი სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება?
სტაჟირების გავლის მსურველები რეგისტრაციას გაივლიან  სპეციალური სააპლიკაციო განაცხადის მეშვეობით რომელიც განთავსებულია  ICDC ოფიციალურ ვებ-გვერდზე - https://icdc.ge/
ტექნიკური ხარვეზის, ან/და სააპლიკაციო განაცხადის შევსებისას კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ  ICDC წარმომადგენელს - ლიზი ჯანაშიას შემდეგ ნომერზე:  599 08  50 50 
რამდენი სტაჟიორი უნდა შეირჩეს?
პროექტის ფარგლებში შეირცევა  100 სტუდენტი და კურსდამთავრებული საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონში სტაჟირების გავლისთვის.
რა ეტაპებს გავივლი სტაჟირებამდე:
სტაჟირების  პროცესის  შეხახებ გთხოვთ იხილოთ საინფორმაციო ვიდეო რგოლი -------------
რამდენი ხანი გაგრძელდება სტაჟირება?
სტაჟირების ხანგრძლივობა პროექტის ფარგლებში არის 3 თვე
არის თუ არა სტაჟირება ანაზღაურებადი?
სტაჟირება ანაზღაურებადია და თვეში შეადგენს 430 ლარს  (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის  ჩათვლით).
ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი - 3 თვე
 
სტაჟიორების ანაზღაურების დაფინანსება:

  • 300 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის  ჩათვლით)  გამოიყობა  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program(DAI) ფინანსური მხარდაჭერით თითოეული სტაჟიორისთვის, რაც ნიშნავს  1 სტაჟიორის 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში  900 ლარით  დაფინანსებას. 
  • 130 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით), რომლიც დაფინანსდება  სტაჟიორების მიმღები კომპანიებისგან. რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის - 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 360 ლარით  თანადაფინანსებას. 
რა მოთხოვნებია სტაჟირების კანდიდატების მიმართ
სტაჟირების კანდიდატების მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება იმ კომპანიების მიერ, რომლებიც  პროექტის ფარგლებში გამოხატავენ მზადყოფნას სტაჟიორების მიღების  თაობაზე.
რა მიმართულებით არის შესაძლებელი სტაჟირების გავლა?
ტურიზმის სექტორი:  (სათავგადასავლო / მთის, კულტურული, გასტრონომიული -ღვინო და კულინარია, განთავსება) 
კრეატიული ინდუსტრიის სექტორი:  (ნებისმიერი სახის მედია შინაარსის - მათ შორის სოციალური ქსელების მართვა)
მსუბუქი მრეწველობის სექტორი:  (ავეჯის წარმოება,   შეფუთვის სამუშაოები) 
ინტელექტუალური მომსახურების სექტორი: (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO): ინფორმაციული ტექნოლოგიები, მომხმარებელთა ურთიერთობების მენეჯმენტი, არქიტექტურა, დიზაინი და ინჟინერია, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა. ადამიანური რესურსები)
სექტორები  რომლებიც  მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიის განვითარებისთვის: (საინფორმაციო  და კომუნიკაციის ტექნოლოგია, ელექტრონული კომერცია- online გაყიდვები და სხვა,  ასევე ტრანსპორტი და ლოჯისტიკა)  
 
რომელ კომპანიებში იქნება სტაჟირების გავლა შესაძლებელი?
პროექტის მიზნებისათვის   სტაჟირების კანდიდატების განაცხადების მიღების პარალელურად მიმდინარეობს  კომპანიების განაცხადების მიღება, რომლებიც პროექტის ფარგლებში  იქნებიან სტაჟიორების მიმღები კომპანიები.
 
გასაუბრების ეტაპისტთვის, თქვენთვის ცნობილი იქნება  თუ რომელი კომპანიის ან/და კომპანიებისთვის გაივლით გასაუბრების პროცესს. 
რამდენ ხანს გრძელდება განაცხადების მიღება?
განაცხადები მიიღება 2020 წლის 28 სექტემბრიდან 2020 წლის  26 ოქტომბრის ჩათვლით.
როგორ შეირჩევა სტაჟიორი?
სააპლიკაციო განაცხადში  სტაჟირების გავლის მიმართულების არჩევის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ თქვენი განათლების სფერო, რომელიც რელევანტური იქნება  იმ მიმართულების საქმიანობასთან სადაც გსურთ სტაჟირების გავლა. პირობითად, თუ თქვენი განათლების სფეროს წარმოადგენს  ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი, უნდა მიანიჭოთ უპირატესობა  ინტელექტუალური მომსახურების სექტორს,  რომლის მიმართულებებშიც შედის ფინანსები და ბუღალტერია. 
რის მიხედვით შეირჩევა სტაჟიორი:
კომპანიები, რომლებიც  პროექტის ფარგლებში გამოხატავენ მზადყოფნას სტაჟიორების მიღების  თაობაზე მათთვის განკუთვნილ სააპლიკაციო განაცხადში მიუთითებენ   ზოგად მოთხოვნებს სტაჟიორებთან მიმართებაში.
თქვენს მიერ  შევსებული ინფორაციია ცოდნის და უნარ-ჩვევების შესახებ   შედარდება კომპანიების მოთხოვნებთან რომლის შესაბამისადაც მოხდება სტაჟირების კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების ანალიზი. 
აუცილებელია თუ არა სამუშაო გამოცდილება სტაჟირების გავლისთვის?
სტაჟირების გავლისთვის აუციელებელი პირობა სამუშაო გამოცდილება არ არის.
რომელი კურსიდან არის შესაძლებელი სტაჟირების გავლა.
პროეტის ფარგლებში შეზღუდვა სწავლების საფეხურებთან დაკავშირებით არ არის განსაზღვრული,
კონკურში მონაწილოების მიღება მხოლოდ ტუდენტებისთვის არის შესაძლებელი?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე  კურსამთავრებულებს თუ თქვენი სწავლა დაასრულეთ  არაუმეტეს 2 კალენდარული წლის განმავლობაში.
სტაჟირების გავლის შემდეგ თუ იქნება გარანტირებული დასაქმება?
სტაჟიორების მიმღები კომპანიების ვალდებულებას არ წარმოადგენს  სტაჟიორის  გარანტირებულად დასაქმება, პროექტის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ ახალგაზრდების  სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა სტაჟირების გზით, მეორეს მხრივ კი სხვადასხვა სექტორების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდებსა და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) განვითარების განვითარება.
სტაჟირების გავლის შედეგებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი კომპანიები  თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას   სტაჟიორის დასაქმებისა და მასთან შრომითი ურთიერთობების დამყარების თაობაზე. 
არის თუ არა გადასახდელი თანხა სტუდენტის ან კურსდამთავრებული მიერ სტაჟირების გავლისთვის.
 
პროექტში მონაწილე სტუდენტი და კუსდამთავრებული სტაჟირების გავლისთვის  თანხას არ იხდის,  სტაჟირების გავლის პერიოდში სტაჟიორის ანაზღაურება სრულად დაფინანსებულია USAID Economic Security Program(DAI) და სტაჟიორების მიმღების კომპანიების  მიერ.
სად იქნება სტაჟირების გავლის ადგილმდებარეობა?
პროექტი ითვალისწინებს სტაჟირების შესაძლებლობას სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოს 5 რეგიონში

  1. თბილისი
  2. იმერეთი
  3. აჭარა
  4. სამეგრელო
  5. შიდა ქართლი
შემიძლია თუ არა ავირჩიო სად გავივლი სტაჟირებას?
სააპლიკაციო განაცხადში მითითებულია თქვენთვის სასურველი სტაჟირების გავლის ადგილმდებარეობა, სადაც საშუალება გაქვთ აირჩიოთ ერთზე მეტი ადგილმდებარეობა. 
პროექტის მიზნებისათვის პრიორიტეტი მიენიჭება   რეგიონებში სტაჟირების გავლას.
პროექტის ფარგლებში მხოლოდ სტაჟირებას გავივლი თუ კიდევ არის დამატებით განვითარების შესაძლებლობები?
პროექტის ფარგლებში შერჩეული სტაჟიორები:
- გაივლიან შეხვედრებს და მასტერკლასებს დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებზე. 
  • დასაქმების უნარ-ჩვევები;
  • ინტერვიუს ტექნიკები; 
  • ორგანიზაციაში ადაპტაცია;
  • შრომის უფლებები.
- მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო შეხვედრაში და პანელური სესიაში სხვადასხვა დარგების და კომპანიების  HR  დირექტორებთან;
- პროფესიული და კარიერული მიზნების განსაზღვრის მიზნით - გაივლიან ჯგუფური ქოუჩინგის სესიებს ამ სფეროს წამყვან ექსპერტთან;
- ექნებათ შესაძლებლობა  შეხვდენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს. შეხხვედრების შედეგად ისიი მიიღებენ ინფორმაციას განათლებისა და დასაქმების სხვადასხვა პროგრამებისა და შესაძლებლობების გარშემო.
 
სად გაიმართება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები? (გასაუბრებები, მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები, პანელური სესიები)
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი  ღონისძიებები გაიმართება  ICDC -ს  პლატფორმა Home-ში შემდეგ მისამართზე: თბილისი, მიხეილ წინამძღვრიშვილის 87.
რეგიონში მცხოვრები კანდიდატებისათვის  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი  ღონისძიებები გაიმართება  ასევე ონლაინ რეჟიმში, მათი სურვილის შემთხვევაში. 
ღონისძიებებზე დასწრების  ფორმატის შესახებ ICDC -ს   წარმომადგენელი დამატებით დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.